ბადრიჯანი ნივრითა და ძმრით
დრო 20წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 500 გ
  • ბულგარული წიწაკა - 2-2 ცალი სხვადასხვა ფერის
  • ხახვი - 1 დიდი თავი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ქინძი და ოხრახუში - ნახევარ-ნახევარი კონა
  • ძმარი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადების წესები

ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე. ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი, ბულგარული წიწაკები, მწვანილები და ნიორი. შემწვარი ბადრიჯანი ფენებად ჩავაწყოთ თასში, მოვაყაროთ ბოსტნეული და მოვასხათ ძმარი.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ტეგები:
ბადრიჯანი ნანახია: 5380