მიქსერით კარგად ათქვიფეთ კარაქი. დაუმატეთ შაქარი, ვანილი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა მანამ სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ კვერცხის გულები და 30 წამის განმავლობაში თქვიფეთ. დაუმატეთ რძე, ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, გაცრილი ფქვილი და ნაზად აურიეთ. ამასობაში ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად (ასე ნამცხვარი გაცილებით მსუბუქი და ნაზი გამოვა). იმისთვის რომ ცილა კარგად აითქვიფოს, ის ცივი უნდა იყოს. ბოლოს ორივე მასა ნაზად და მსუბუქად აურიეთ ერთმანეთს. ყალიბს წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, ჩაასხით ცომი და გამოცხეთღუმელში 170 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ბატკნის კექსი, ამოიღეთ ყალიბიდან და გაალამაზეთ თეთრი გამდანრი შოკოლადით ან უბრალოდ შაქრის პუდრით. ამ რეცეპტის განსხვავებული ინგლისური ვერსია იხილეთ საიტზე georgianjournal.ge