ქათამი ლავაშში - იდეალური სადღესასწაულო კერძი!
დრო 90წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1 ცალი საშუალო ზომის
  • თხელი ლავაში - 1-2 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ზეთი - წასასმელად
გულსართი
  • პომიდორი
  • ყველი (მაგარი სახეობის)
  • ლიმონი - რამდენიმე ნაჭერი

მომზადების წესები

პირველ რიგში დაამარინადეთ ქათამი. წაუსვით მარილი, პილპილი, სხვა სასურველი სანელებლები და დაჭყლეტილი ნიორი. გააჩერეთ 15-20 წუთი.

აიღეთ ყველი და პომიდორი თანაბარი რაოდენობით, პომიდორი დაჭერით, ყველი - გახეხეთ, აურიეთ ერთმანეთში და გამოტენეთ ქათამი, ჩაალაგეთ ასევე რამდენიმე ნაჭერი ლიმონი.

გაშალეთ ლავაშის ფირფიტები, წაუსვით ზემოდან ზეთი, დადეთ ქათამი კიდეზე. გადაახვიეთ და შეუკეცეთ კიდეები.

მოათავსეთ ქათამი ფოლგა დაფენილ ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით ზეთი. გადააფარეთ ზემოდანაც ფოლგა 9მჭიდროდ არა) და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით ან მეტით. გააჩნია ქათმის მოცულობას.

ღუმელის გამორთვამდე 15-20 წუთით ადრე, მოხსენით ქათამს ზემოდან გადაფარეული ფოლგა და დაბრაწეთ.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ქათამი ლავაში ნანახია: 1388