ჭარხლის მხალი ტყემლით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჭარხალი - კანიანად მოხარშული, 5-6 ცალი საშუალო ზომის
  • გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ტყემლის საწებელი - 0,5-1 ჭიქა
  • დანაყილი ნიორი - 3 კბილი
  • ქინძი - 1 კონა
  • ხახვი - 2 თავი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • კამა - მოსართავად

მომზადების წესები

ჭარხალი გავფცქვნათ, მსხვილად დავჭრათ, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და 10 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
შევდგათ, სანამ შეშრება, შემდეგ კი მწვანილსა და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ტყემალში გავხსნათ
ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა და შევურიოთ გატარებულ მასას. მხლისგან მოვამზადოთ გუნდები, მოვრთოთ კამის ფოთლებით და ისე გავიტანოთ სუფრაზე.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ტეგები:
ჭარხალი მხალი იმერეთი ნანახია: 1854