“მერცხლის ბუდეები” - ხბოს ხორცის კატლეტები
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • თეთრი მშრალი ღვინო - 250 მლ
  • კარაქი - 5 ს/კ
  • ფქვილი - 1 ს/კ
  • ლეჩო - 1 ქილა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • რძე - 0,5 ჭიქა
  • შავი პილპილის მარცვლები - 4-5 ცალი
  • მარილი
  • პილპილი
  • თეთრი პური - რამდენიმე ნაჭერი, 100 გ
  • ხბოს ხორცი - 800 გ

მომზადების წესები

გარეცხეთ ხორცი. პური დაალბეთ რძეში. ხახვი გაფცქვენით და გაჭერით 4 ნაწილად. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით წმინდად. კვერცხი მოხარშეთ მაგრად, გააცივეთ და გაფცქვენით.

ხორცი, დამბალი პური და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ოხრახუში, მარილი, პილპილი და გააკეთეთ 8 თანაბარი ზომის ბურთი.

კვერცხი გაჭერით შუაში, გააკეთეთ კატლეტებში ჩაღრმავება და მოათავსეთ თითოეულ კატლეტში კვერცხის ნახევარი, ცილით ზემოთ.

ღრმა ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და ხრაკეთ 2-3 წუთი, თან ურიეთ, სანამ მასა არ გაოქროსფრდება. დაუამტეთ ლეჩი, პილპილის მარცვლები და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. თან ურიეთ.

შემდეგ დაუმატეთ ღვინო და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მომზადებული „ბუდეები“ ჩაალაგეთ ლეჩოს სოუსიან ტაფაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

 

ტეგები:
სოუსი კატლეტი ნანახია: 2056