ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. შემდეგ, ქვაბიდან ამოიღეთ ხორცი. ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ ლიმონის წვენი და 100 მლ ბულიონი. ბრინჯი გარეცხეთ, დარჩენილ ბულიონში ჩაუშვით და მოხარშეთ. როდესაც დარბილდება, დაუწიეთ ცეცხლს და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ კვერცხიანი მასა. კარგად ურიეთ, რომ არ აიჭრას. მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. თეფშზე მოაყარეთ სასურველი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!