ერთმანეთში აურიეთ კვერცხი და შაქარი, დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. არ აადუღოთ. შემდეგ მიღებული მასა გაატარეთ საცერში და გააცივეთ. დაუმატეთ ვისკი და ბეილისი, კარგად აურიაეთ. ჟელატინი დაალბეთ 7 წუთით ცივ წყალში, შემდეგ გაადნეთ წყლის აბაზანაზე. არ აადუღოთ. ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული ჟლატინი, აურიეთ. ნაღებს შეათქვიფეთ კვერცხისა და შაქრის მასა და კარგად აურიეთ. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეებზეც გადმოეფინოს. ჩაასხით მიღებული მასის ნაწილი და შედგით მაცივარში გასამკვრივებლად. ამასობაში მოამზადეთ ჟოლოს ჟელე. დააბლენდერეთ ჟლო, დაუმატეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. შეაცხელეთ, არ აადუღოთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ჟელატინი დაალბეთ, შემდეგ გაადნეთ წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ ჟოლოს პიურეს. აურიეთ. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან და გამკვრივებულ სუფლეზე გაანაწილეთ ჟოლოს მასა. ზემოდან კი დაასხით დარჩენილი სუფლე. მოათავსეთ კვლავ მაცივარში, სანამ სუფლე მთლიანად არ გამკვრივდება. სუფრასთან მიტანამდე, ფრთხილად ამოიღეთ პერგამენტიანად. მორთეთ კაკაოს ფხვნილით, შოკოლადის ფანტელით და კარამელით. ცალკე მიიტანეთ ქორფა ჟოლოც. გემრიელად მიირთვით!