ქვაბში მოვათავსოთ წყალი, შაქარი, კარაქი, მარილი და გავაცხელოთ. როცა ადუღდება და კარაქი გადნება, ერთბაშად დავუმატოთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. ცომი ქვაბის კედლებზე თხელ აპკს რომ გაიკეთებს და შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მაშინვე შევათქვიფოთ 1 კვერცხი. ცომი ოდნავ რომ გაგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ. ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე საკონდიტრო ტომრით დავსვათ ლოკოკინის ფორმის წრეები და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ. როცა შუები აფუვდება და ჩამოყალიბებულ ფორმას მიიღებს, ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ ბოლომდე. ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ. კრემი საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ნამცხვრის გულშიც და ზემოდანაც მოვრთოთ. მოვაყაროთ კენკრა და პიტნის ფოთლები. ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)