ფორშმაკი - ოდესელი ებრალების კერძი
დრო 20წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ფორშმაკი ებრაული კერძია, რომელსაც ტრადიციულად ოდესელი ებრაელები ამზადებენ. მისი ბევრი ვერსია არსებობს, ჩვენ მის მარტივ ვარიანტს გთავაზობთ.

ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)

ინგრედიენტები

  • კარაქი - 250 გ
  • დამარილებული ქაშაყი - 1 ცალი მოზრდილი ფილე
  • მოხარშული კვერცხი - 4 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები

კვერცხი გავხეხოთ ან წვრილად დავჭრათ. წვრილად ავკეპოთ მწვანე ხახვი. თევზის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარაქი ავთქვიფოთ და შევურიოთ თევზი. მასა წავუსვათ რუხ პურზე, მოვაყაროთ მოხარშული კვერცხი და მწვანე ხახვი.

ტეგები:
კვერცხი ქაშაყი მწვანე ხახვი ნანახია: 2986