პასტა ყვავილოვანი კომბოსტოთი და ყველით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ასე მომზადებულიი პასტა და ბოკალი მშრალი, წითელი ღვინო და იდეალური საღამო გარანტირებულია...

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 1 თავი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი - 1/4 ჩ/კ
  • პასტა - ნიჟარები, 3 ჭიქა
  • საფანელი - 1/4 ჭიქა
  • კარაქი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • რძე - 2 ჭიქა
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 250 გ
  • დიჟონის მდოგვი - 2 ჩ/კ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დაფქული, 1/4 ჩ/კ

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე.

ყვევილოვანი კომბოსტო გაარჩიეთ, დაანაწევრეთ ყვავილედებად და გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

დაუკელით ღუმელის ტემპერატურას 180 გრადუსამდე და აცხვეთ 20-25 წუთი.

პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ფქვილი და ხრაკეთ, სანამ მასა არ გაოქროსფრდება. თან ურიეთ.

ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და მაღალ ცეცხლზე თუშეთ, სანამ მასა არ გასქელდება. ამას დაახლოებით 5 წუთი დაჭირდება.

დაკელით ცეცხლს და დაუმატეთ მასას გახეხილი ყველი. ამზადეთ სანამ ყველი ბოლომდე არ გადნება. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.

დაუმატეთ მდოგვი, მუსკატის კაკალი და მწიკვი მარილი და წიწაკა.

მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.

შეურიეთ პასტა და შემწვარი ყვავილოვავნი კომბოსტო, დაუმატეთ რძისა და ყველის სოუსი, აურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ღრმა ფორმაში.

მოაყარეთ საფანელი, შედგით ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.

სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!