არარეალურად გემრიელი მდნარი ყველი ქამა სოკოთი
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 200 გ
  • ხაჭო - 500 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • არაჟანი - 2-3 ს/კ
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • კამა ან ოხრახუში - 5 ღერი
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ ბლენდერით.

ქვაბი დადგით წყლის აბაზანაზე და ხარშეთ (დაახლოებით 15 წუთი), თან ურიეთ. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი და მდნარი.

სოკო დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

დაუმატეთ მდნარ მასაში დაჭრილი ოხრახუში (ან კამა) და მოხრაკული სოკო. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ფორმეში ან ქილაში შესანახად.

გააგრილეთ და შემდეგ მოათავსეთ მაცივარში.

შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუმატოთ რამდენიმე კბილი დაჭრილი ნიორი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
მდნარი ყველი ქამა სოკო ნანახია: 354