კვერცხი ათქვიფეთ ერთი ჭიქა შაქართან ერთად, დაუმატეთ კეფირი და მურაბა. შემდეგ ფქვილი და სოდა (2 არასავსე ჩ/კ). აურიეთ. ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დაასხით ცომის ნახევარი. აცხვეთ 180 გრადუსზე. ასევე გამოაცხვეთ ცომის მეორე ნაწილი. შემდეგ გაჭერით თითოეული ბისკვიტი შუაზე. უნდა მიიღოთ 4 ფირფიტა. ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი ერთად. წაუსვით ბისკვიტის თითოეულ ფენას კრემი და მორთეთ სურვილისამებრ. მაგალითად, გამდნარი შოკოლადით. მოათავსეთ ტორტი მაცივარში მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით.