ბანანი გაფცქვენით და დაჭერით 1,5 სმ ნაჭრებად. შემდეგ თითოეული ნაჭერი გაჭერით 2 ნაწილად. ერთ ნახევარს წაუსვით არაქისის პასტა და დააფარეთ ბანანის მეორე ნახევარი. ასე გააგრძელეთ დანარჭენ ნაჭრებზე. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე ან მ იკროტალღურ ღუმელში. ამოავლეთ 2 ნაწილიანი ბანანის ნაჭრები შოკოლადში და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ თეფშზე. მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!