ღორის ხორცის მწვადი კარტოფილით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ღორის რბილი ხორცი - 700 გ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • როზმარინი - 1 ღერი
  • კარტოფილი - 12 ცალი, პატარა ზომის
  • ლიმონის წვენი - 2 ს/კ

მომზადების წესები

გარეცხეთ კარტოფილი, ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ 10 წუთი.

შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. გარეცხეთ ღორის ხორცი და დაჭერით 3 სმ-ის კუბიკებად.

როზმაზარინს მოაცალეთ ფოთლები.

ჩამოაცვით კარტოფილისა და ხორცის ნაჭრები 8 პატარა შამფურზე.  

მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ ზეთი, როზმარინის ფოთლები და ლიმონის წვენი ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. წაუსვით მიღებული მარინადი მწვადს. 

შეწვით მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში ან გრილზე 8 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს. 

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ღორის ხორცი მწვადი ნანახია: 752