სოუსისთვის ერთმანეთში შეურიეთ გამდნარი კარაქი, 0,5 ჩ/კ შაქარი, სოიოს სოუსი, ტომატპასტა და დაფქული წიწაკების ნარევი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ლავაში გაშალეთ კეცზე და შეწვით ოდნავ ღუმელში. ხბოს ხორცი დაჭერით მსხვილ კუბიკებად. ასევე დაჭერით ყაბაყი და ტკბილი წიწაკა. სოკო -პატარა ნაჭრებად, ხოლო ხახვი - ნახევარწრეებად. ხბოს ხორცი შეწვით ზეთში, დაუმატეთ ბოსტნეული და გააგრძელეთ მოხრაკვა. დაუმატეთ წინასწარ მომზადებული სოუსი და ქათმის ბულიონი, თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წრეებად დაჭრილი პრასი (თეთრი ნაწილი), ცოტა ხანს კიდევ თუშეთ და გადმოდგით ცეცხლდან. გადაიტანეთ ხბოს ხორცი ბოსტნეულით ქოთანზე, მოაყარეთ ბლომად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!