"პრინცესა" - ლამაზი, სადღესასწაულო ღვეზელები
დრო 45წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • კვერცხი - 1 ცალი წასასმელად
გულსართი:
  • მოხარშული ხორცი, ნებისმიერი - 300 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) - გახეხილი, 200 გ
  • კვერცხი მოხარშული - 3 ცალი
  • ფრანგული მდოგვი - 1 ჩ/კ
  • პაპრიკა - ცოტაოდენი, დაფქული
  • სასურველი სანელებლები

მომზადების წესები

მოხარშული ხორცი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ მაგრად მოხარშული გახეხილი კვერცხი, გახეხილი ყველი, ტკბილი მდოგვი, ცოტაოდენი არაჟანი, პაპრიკა და სასურველი სანელებლები.

გაალღვეთ ფენოვანი ცომი და დაჭერით 12 კვადრატად. მოათავსეთ თითოეული კვადრატი კექსის ფორმებში, დაჩხვლიტეთ ჩანგლით ფსკერი. დაადეთ გულსართი, წაუსვით ცომის კიდეებს ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ბლომად გახეხილი ყველი.

აცხვეთ 180-200 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ღვეზელი ფენოვანი ცომი ნანახია: 1592