მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით. მოხარშეთ კვერცხი მაგრად, დაასხით ცივი წყალი, გაფცქვენით და გაჭერით 4-ად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა. თინუსის კონსერვს გადაუქციეთ სითხე. დაძენძეთ ჩანგლით თევზის რბილობი. დაალაგეთ თეფშზე კარტოფილის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ თინუსი, შემდეგ კვერცხი, ხახვის წრეები და დაჭრილი კიტრის პიკული. ცალკე მოამზადეთ მოსასხმელი: ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, მარილი და პილპილი. მოასხით სალათს მიღებული მოსასხმელი და აურიეთ. გემრიელად მიირთვით!