შოკოლადის ფონდიუ მარწყვით და მარშმელოუთი
დრო 15წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ მარტივი და საოცრად გემრიელი დესერტისთვის ნებისმიერი კენკრა და დაჭრილი ხილი გამოგადგებათ, პატარა ბისკვიტებიც კი. ჩვენ კი ფონდიუს ყველაზე გემრიელ ვარიანტის რეცეპტს მარწყვითა და მარშმელოუთი გთავაზობთ. 

ინგრედიენტები

  • შავი ან რძიანი შოკოლადი - 200 გ
  • ნაღები 20-33% - 100 მლ
  • მარწყვი - 500 გ
  • პატარა ზომის მარშმელოუ - ზეფირი, 250 გ

მომზადების წესები

შოკოლადის ნატეხებს დაასხით ნაღები, გაადნეთ წყლის აბაზანაზე ან ფონდიუსთვის განკუთვნილ სპეციალურ, მინიატურულ ქურაზე. თან შეუჩერებლად ურიეთ.

წამოაცვით მარწყვი და მარშმელოუ ხის ჩხირებზე ან ფონდიუს სპეციალურ ჩანგლებზე და ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი მარწყვი მარშმელოუ ნანახია: 2175