500 გრამი თაფლი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დაახლოებით ნახევარი საათის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ, დავასხათ წყალმოსხმულ ღრმა თეფშზე და გავაციოთ. გაგრილებული თაფლი თეფშიდან გადმოვიღოთ ფიცარზე და დავუწყოთ ზელა ცივ წყალში ამოვლებული ხელებით. დიდხანს ვზილოთ, ხელით გავწიოთ და გადავკეც-გადმოვკეცოთ და ასე რამდენჯერმე. ამის შედეგად თაფლი თანდათან გათეთრდება, რის შემდეგაც უნდა დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად და ბოლოს ამოვავლოთ წვრილად დაჭრილ ნუშში ან მოხალულ ნიგოზში.