ყვითელი ან წითელი ქლიავი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში. სამურაბე ქვაბში მოვხარშოთ სიროფი 7 კილოგრამი შაქრისა და 10-12 ჩაის ჭიქა წყლისგან. ნელთბილი სიროფი დავასხათ ქლიავს და ასე შევინახოთ მეორე დღემდე. მეორე დღეს გადმოვწუროთ სიროფი, ვადუღოთ 15-20 წუთი და ისევ ნელთბილი დავასხათ ქლიავს. მესამე დღეს ქლიავი მოვხარშოთ ამავე სიროფში ჩვეულებრივი წესით.