შინ მომზადებული შოკოლადის პასტა თხილით
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 100 მლ
  • შაქარი - 80 გ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • ვანილინი - მწიკვი
  • თხილი - 100 გ
  • ზეთი - 175 მლ

მომზადების წესები

დაფქვით ბლენდერში თხილი. 

პატარა ქვაბში ჩაასხით რძე, დადგით ცეცხლზე და შეაცხელეთ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

დაუმატეთ ცხელ რძეში შაქარი და ვანილინი, ათქვიფეთ კარგად, ნაზი ქაფის მიღებამდე.

გააგრძელეთ თქვეფა და წვრილ ნაკადად ჩაუშვით ზეთი. თქვიფეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გასქელდება.

დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და დაფქული თხილი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ჰერმეტულ ჭურჭელში.

მთელი ღამით მოათავსეთ მაცივარში.

შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
შოკოლადი თხილი პასტა ნანახია: 1270