სალათა რუკოლათი და სტეიკით
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კაპერსები - 2 ს/კ
  • დიჟონის მდოგვი - 2 ჩ/კ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • რუკოლა - 85 გ
  • წითელი ხახვი - 1,5 ცალი
  • მზა სტეიკი - 170 გ
  • ლორი - 30 გ
  • ყველი პარმეზანი - გახეხილი, 30 გ

მომზადების წესები

ათქვიფეთ საშუალო ზომის ჯამში კაპერსები, დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

რუკოლა და თხლად დაჭრილი ხახვი მოათავსეთ გაშლილი თეფშზე.

სტეიკი და ლორი დაჭერით წვრილად, გადაიტანეთ ისინიც თაფშზე, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და მოასხით წინასწარ მომზადებული სოუსი.

გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ლორი სალათა რუკოლა ნანახია: 911