ორცხობილა შოკოლადით და თხილით
დრო 25წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 125 გ
  • კარაქი - 60-65 გ
  • შაქარი - 30 გ
  • კვერცხი - 1 კვერცხი
  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 80 გ
  • თხილი - 25 გ
  • შაქრის პუდრა - გემოვნებით

მომზადების წესები

ჯამში აურიეთ ფქვილი შაქარი და მარილი. შემდეგ დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი დარბილებული კარაქი და დავიწყოთ ცომის მოზელვა.

შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ფხვიერი ცომი.

გავაკეთოთ ცომისგან გუნდა, გავახვიოთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოავათავსოთ მაცივარში 30 წუთი.

გაცივებული ცომი გავაბრტყელოთ 3-5 მმ სისქის ფირფიტად და ამოვჭრათ სასურვებლი ფორმის ორცხობილები.

გადაიტანეთ ორცხობილები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 8 წთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

დააქუცმაცეთ თხილი ბლენდერში, ძალიან წმინდად არ დაფქვათ, უნდა იგრძნობოდეთ თხილის ნაჭრები ორცხობილაში. შეურიეთ დაქუცმაცებული თხილი წინასწარ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გამდნარ შოკოლადში.

წაუსვით გამომცხვარი და გაციებული ორცხობილის ერთ ნაჭერს შოკოლადის კრემი და დააფარეთ მეორე ორცხობილა.

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ორცხობილებს შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი თხილი ორცხობილა ნანახია: 681