პატარა ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები ერთად. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ამასობაში ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან და სიმინდის სახამბელთან ერთად. მიღებულ მასაში წვრილი ნაკადით ჩაუშვით ცხელი რძისა და ნაღების მასა, თან არ შეაჩეროთ თქვეფა. გადაიტანეთ კრემი უკან ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 30-40 წუთი. თან გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ იხებოდეს კრემს. ასე გააციეთ კრემი ბოლომდე. დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე პერგამენტი, შუაში მოათავსეთ გამოსაცხობი დასაშლელი ფორმის წრე (ფსკერის გარეშე). წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ათქვიფეთ გაცივებული კრემი და ჩაასხით წრეში. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წთ. გამომცხვარი ფლანი ბოლომდე გააცივეთ და ისე გადმოიღეთ ფორმიდან. მორთეთ კენკრით ან სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!