ჰაეროვანი არაჟნის კრემი ნაყინის გემოთი
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი 27%-30% - 500 გ
  • შაქარი - 180 გ
  • ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კარაქი - 250 გ
  • ვანილის შაქარი - 2 გ

მომზადების წესები

არაჟანში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და  ვანილი.

დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააცივეთ.

მანამდე ათქვიფეთ კარაქი მიქსერით ან ბლენდერით და ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული გაცივებული კრემი.

სქელი, ჰაეროვანი და არომატული კრემი მზად არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებისა და ნამცხვრებისთვის, ასევე მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად.

 

 

 

ტეგები:
კრემი ნაყინი ნანახია: 4966