გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, დავუმატოთ კვერცხი, მაწონში გახსნილი სოდა და შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ რბილი, ელასტიკური ცომი. გავყოთ 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 0.5 სმ-ზე მართკუთხედის ფორმით. გულსართის ინგრედიენტები ავურიოთ, მოვათავსოთ ცომზე და გადავახვიოთ, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180-ზე გამოვაცხოთ. ჟურნალ "გემრიელიას" რეცეპტი (აპრილის ნომერი)