გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დააფინეთ ლითონის ფირფიტაზე პერგამენტი. პატარა ჯამში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ იტალიური ხმელი ბალახები და დანაყილი ან დაპრესილი ნიორი. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით თანაბარ სამკუთხედებად. წაუსვით ცომს ნივრიანი კარაქი. ზემოდან გაანაწილეთ გახეხილი ყველი. გადაახვიეთ სიგარეტებივით. წაუსვით კვლავ ნივრიანი კარაქი და აცხვეთ 10 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი. გემრიელად მიირთვით!