ჩაასხით ნუშის რძე პატარა ქვაბში დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი და ურიეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. თხილი დააბლენდერეთ წმინდად, დაუმატეთ შოკოლადში და აურიეთ. ჩამოასხით ფინჯნებში და გემრიელად მიირთვით!