ხახვი წვრილად დავჭრათ. სოკო წამოვადუღოთ, გადავწუროთ და დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და სოკო და ხახვი მოვშუშოთ. შევურიოთ არჟანი და სანელებელბი. სოკო გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ქოთანში ან თიხის ჭურჭელში, მოვაყაროთ ყველი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ ყველი დაიბრაწება. ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)