ხაჭოს შეურიეთ ქათმის ფარში, დაუმატეთ ფქვილი, მარილი და პილპილი. გეხეხეთ ყველი და დაუმატეთ ფარშის ძირითად მასას, ჩაახალეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. სველი ხელებით გააკეთეთ კატლეტები. ამოავლეთ საფანელში და შეწვით გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით ეს დიეტური კატლეტები ბრინჯის ან მოხარშული კარტოფილის გარნირთან ერთად.