ძეხვისა და კვერცხის სალათა
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი მოხარშული - 1 ცალი
  • სალათის ფოთლები - 50 გრ
  • წიწმატი - 50 გრ
  • ძეხვი - კრაკოვული ან უკრაინული ძეხვი 150 გრ
  • ზეთი - შესაწვავად
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი
  • მარილი
  • ვაშლის ძმარი

მომზადების წესები

ნახევარ-ნახევარი ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილ ზოლებად, სალათა და წიწმატი მსხვილად დავჭრათ ან ხელით დავაქუცმაცოთ. ძეხვი მსუბუქად მოვბრაწოთ. კვერცხი მოვხარშოთ ისე, რომ გული ოდნავ თოხლო ჰქონდეს და ოთხად გავჭრათ. სალათის დაჭრილი ინგრედიენტები ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ვაშლის ძმარი.