ფენოვანი ორცხობილა შოკოლადში
დრო 60წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი სწორკუთხედად და გადაუსვით მთლიან ზედაპირზე ცოტაოდენ წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.

სწორკუთხედის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიდე გადაახვიეთ რულეტად ცენტრამდე. ასევე მოიქეცით მეორე დიდი კუთხიდანაც.

გაახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წთ.

შემდეგ დაჭერით ცომი 1 სმ სიგანის ნაჭრებად ისე, რომ გულის ფორმები მიიღოთ.

გადაიტანეთ ორცხობილები პერგამენდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით თითოეულს ათქვეფილი კვერცხი.

აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.

ამოავლეთ გამომცხვარი და გაცივებული ორცხობილა შოკოლადში იმ მხრიდან, რომლითაც პერგამენტზე იდო და მოათავსეთ ცხაურზე, რათა შოკოლადი გაცივდეს.

გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • შოკოლადი - 80 გ

მომზადების წესები