ავურიოთ კვერცხი, გაცრილი ფქვილის ნაწილი, მარილი და ნელ-ნელა დავამატოთ წყალი. მოვზილოთ ცომი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. პროცესში დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი და წყალი, რამდენსაც ცომი მოითხოვს. თუ ცომი ძალიან მაგარი გამოვიდა, დავუმატოთ მეტი წყალი, ან პირიქით - ფქვილი. გადავაფაროთ ცომს ჩაის ტილო და 20-30 წუთით დავასვენოთ. შემდეგ გავყოთ ცომი 45 ბურთად (თითო დაახლოებით 18 გრამს უნდა იწონიდეს). სამუშაო მაგიდაზე დავყაროთ ცოტაოდენი ფქვილი და სათითაოდ გავაბრტყელოთ (თითო 2 მმ სისქის). გახეხეთ ყველი და დაყავით იგივე რაოდენობის ბურთებად. მოათავსეთ შიგთავსი ცომში. შეგიძლიათ მრგვალი ან ნახევარმთვარის ფორმის კვერები გააკეთოთ. მოხარშეთ ყველიანი კვერები მდუღარე მარილიან წყალში. როდესაც კვერები ზედაპირზე ამოტივტივდება, გააჩერეთ კიდევ 3 წუთი და გადმოიღეთ. ყველიანი კვერები შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან ან არაჟანთან ერთად.