ღორის ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაასხით ღვინო. მოათავსეთ ხორცი ღვინიანად ღრმა ტაფაში, დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 20 წთ. შემდეგ დაუმატეთ 50 მლ წყალი და გააგძელეთ მოთუშვა საშუალო ცეცხლზე კიდევ 7-8 წუთი, ოღონდ ამჯერად თავახდილ ტაფაში. დაუმატეთ კარაქი და შეწვით მაღალ ცეცხლზე ხორცი 2-3 წუთის განმავლობაში. დაჭერით ხახვი წმინდად და დაუმატეთ ტაფაში ხორცს. დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ცხიმი და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. დაჭერით სოკო თხლად და დაუმატეთ ხორცს. დააფარეთ თავსახური, დაუკელით ცეცხლს და თუშეთ კიდევ 30 წუთი. პერიოდულად ურიეთ. დაჭერით პომიდორი კუბიკებად, დაუმატეთ ხორცს და სოკოს, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და თუშეთ 10 წუთი. შემდეგ ჩაასხით კიდევ 50 მლ წყალი და გააგრძელეთ მზადება კიდევ 10 წუთი. დაჭერით წვრილად ნიორი და წიწაკა, დაუმატეთ კერძს აჯიკასთან ერთად, დაუმატეთ მარილი - გემოვნებით. აურიეთ და თუშეთ თავსახურის გარეშე 5 წუთი. გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, გადაიტანეთ ღრმა თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!