კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე, დაუმატეთ ხაჭო და სიმინდის სახამებელი და განაგრძეთ თქვეფა. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად მკვრივი, ღრუბელივით მასის მიღებამდე. შეურიეთ გულისა და ცილის მასა და ფრთხილად ამოურიეთ. ფხვიერი ცომი გაანაწილეთ ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები და ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით, თანაბრად გაანაწილეთ ცომზე კონფიტიური, შემდეგ კი ხაჭოს მასა. აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. შემდეგ დაუკელით გაზს 180 გრადუსამდე და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 20 წუთი. გემრიელად მიირთვით!