ახალი კარტოფილის სალათა ორაგულით - სეზონის ჰიტი!
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ახალი კარტოფილი - 300 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • მწვანე ლობიო - 200 გ
  • ბოლოკი - 100 გ
  • სალათის ფოთლების მიქსი - 80 გ
  • შებოლილი ორაგული - 250 გ
  • ლიმონი - 1 ცალი
სოუსისთვის
  • ცხარე ჩილის სოუსი - 3 ს/კ
  • მწვანე ხახვი - დაჭრილი, 1 ს/კ
  • ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

არ გაფცქვნათ ახალი კარტოფილი, გარეცხეთ ჯაგრისით. მოათავსეთ ქვაბში პარკ ლობიოსთან ერთად, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ 6-10 წუთი.

შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და აცალეთ ზედმეტი სითხის დაწურვა.

თუ კარტოფილი მსხვილია, დაჭერით შუაზე ან ოთხად.

მოხარშეთ მაგრად კვერცხი. გადაავლეთ ცივი წყალი, გაფცქვენით და დაჭერით ოთხად.

დახიეთ ხელით სალათის ხვადასხვა ფურცელი და მოათავსეთ სასალათეში დაჭრილ ბოლოკთან ერთად. 

დამარილებული ორაგული დაძენძეთ ხელით და ჩაყარეთ სასალათეში.

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი.

დაუმატეთ სალათს მოხარშული კარტოფილი და მწვანე ლობიო. აურიეთ, გაანაწილეთ თეფშებზე და მოასხით სოუსი.

მორთეთ დაჭრილი კვერცხითა და ლიმონის ნაჭრებით.

გემრიელად მიირთვით!