გამოკურკული ალუბალი მოათავსეთ ღრმა ქვაბში, კარგად დაჭყლიტეთ ხელით და დადგით ცეცხლზე. უკვე შემთბარ მასას დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი, ერთი ლიმონის ცედრა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მასა ადუღებიდან 15-20 წუთი. სანამ ალუბალი ცეცხლზეა, გაასტერილეთ ქილა, რომელსაც ხრახნიანი თავსახური აქვს ან ბოთლი. მზა სოუსი გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ძმარი, გადაიტანეთ გასტერილებული ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური, ასე გააცივეთ, შემდეგ კი შედგით მაცივარში 3 დღით. 3 დღის შემდეგ გადაწურეთ მარლის მეშვეობით ბალზამიკო,ჩენჩოები და ნალექი გადაყარეთ, სითხე კი კვლავ ჩაასხით ჭურჭელში და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ ძმარი უკვე გამოიყენოთ, თუმცა იდეალურ გემოს და ბლანტ კონსისტენციას, ის 3 თვის შემდეგ მიიღებს.