ხახვი დაჭერით წმინდად. სტაფილო - ნახევარწრეებად. დადგით ქვაბი, გაახურეთ ზეთი და მოხრაკეთ დაჭრილი ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში. კარტოფილი დაჭერით პატარა კუბიკებად. დაუმატეთ მოხრაკულ ბოსტნეულს, დაასხით იმდენი წყ ალი, რომ დაფაროს კარტოფილი და ხარშეთ 20 წუთი. დაასხით ნაღები, დაუმატეთ კარაქი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მდნარი ყველი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სუფი მზად არის! სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა და გახეხილი მაგარი სახეობის ყველი.