ხრაშუნა ბრუსკეტები სოკოთი
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოკო - 400 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • ძმარი ბალზამიკო - 2 ს/კ
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • ქონდარი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ნიორი - 1 კბილი
  • ბაგეტი პური - 4 ნაჭერი

მომზადების წესები

გაახურეთ დიდ ტაფაში ზეთი. დაჭერით სოკო ფირფიტებად და შეწვით ზეთში მაღალ ცეცხლზე. ურიეთ და ფრთხილად, არ დაგეწვათ.

დაუმატეთ ბალზამიკოს ძმარი და შაქარი. აურიეთ და თუშეთ რამდენიმე წუთი.

დაუმატეთ ქონდარი, მარილი და პილპილი.

მეორე მშრალ, ცხელ ტაფაზე შეწვით პურის ნაჭრები.

წაუსვით თითოეულ ნაჭერს ნივრის გაჭრილი კბილი.

გაანაწილეთ მზა სოკო პურის ნაჭრებზე და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
სოკო ბრუსკეტა ნანახია: 535