მოვშუშოთ ფარში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, 2 კბილი ნიორი, ტომატპასტა და მაღალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წთ. შემდეგ დავუმატოთ გახეხილი 2 პამიდორი და სანელებლები, დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ გასქელებამდე. ხახვი მოვთუშოთ 50 გ კარაქთან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, წყალი და ვურიოთ რომ გაიხსნას. დავუმატოთ 300 მლ ნაღები და წამოვადუღოთ. ბოლოს დავუმატოთ სანელებლები. ლაზანიას ფირფიტები მდუღარე წყალში გავაჩეროთ 1 წთ. შემდეგ ამოვწუროთ და გავშალოთ. საცხობ ყალიბში დავასხათ ბოლონეზე, შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით: ფირფიტები, სოუსი, გახეხილი ყველი და ბოლონეზე. ბოლოს დავახეხოთ ყველი, გადავაკრათ საცხობი ფოლგა და შევდგათ 200 გრადუსზე 35-40 წთ. ჟურნალი "გემრიელია" (აპრილის ნომერი)