ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ კაკაო, შაქარი და კარაქი, დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ გააცივეთ. გაცივებულ მასაში დაუამტეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. აურიეთ ყველაფერი ხელის ზამბარით ან მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა ან პერგამენტი, ჩაასხით ცომი და მოასწორეთ. შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან. ახლა მოამზადეთ ხაჭოს კრემი. ათქვიფეთ კარაქი, შაქრის პუდრა და კვერცხის გულები ერთად. დაუმატეთ პატარ-პატარა ულუფებად ხაჭო და არაჟანი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ ხაჭოს მასას. ახლა დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და კარგად აურიეთ. მოათავსეთ მასა მაცივარში. გაჭერით შოკოლადის ბიწკვიტი 10 თანაბარ მოგრძო ნაჭრად. აიღეთ კვლავ გამოსაცხობი ფორმა, ჩააფინეთ ან საკვების შესაფუთი ცელოფანი, ან პერგამენტი. ჩაალაგეთ ბისკვიტის ნაჭრები ერმთნეთისგან თანაბარი დაშორებით. თავისუფალი ადგილები ბისკვიტებს შორის ამოავსეთ ხაჭოს კრემით. იმისათვის, რომ ეს ფრთხილად გააკეთოთ, გამოიყენეთ საკონდიტრო შპრიცი ან მარტივი ცელოფნის ტომარა. დაალაგეთ მეორე ფენა. ახლა ხაჭოს კრემზე დადეთ შოკოლადის ბისკვიტის ნაჭრები. დაშორებები ამოავსეთ კრემით. ახლა გაადნეთ წყლის აბაზანაზე კარაქი და შოკოლადი - უკეთესი იქნება გამოიყენოთ რძის და შავის თნაბარი პროპორციებით. წაუსვით ტორტს და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით. თუ მინანქრის გამოყენებათ არ გსურთ, უბრალოდ მოახეხეთ შოკოლადი. შემდეგ დაჭერით ქაღალდის მოგრძო ნაჭრები, დაალაგეთ ტორზე ტრაფარეტისთვის და კვადრატებს მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი მზად არის! გემრიელად მიირთვით.