ფოკაჩა ყველითა და ლორით
დრო 90წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • საფუარი ნედლი - 20 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
  • როზმარინი - ქორფა, დაჭრილი 2 ს/კ
  • მარილი - 10 გ
  • ყველი - 50 გ
  • ლორი - 50 გ

მომზადების წესები

ჯამში ჩაყარეთ საფუარი დაასხით 30 მლ თბილი წყალი და გააჩერეთ 10 წთ.

ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი, წყალში გახსნილი საფუარი და 250 მლ თბილი წყალი. 

მოზილეთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი.

როცა ცომი ამოფუვდება, გადაიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და დაუმატეთ დაჭრილი როზმარინი, კუბიკებად დაჭრილი ყველი და ლორი.

კარგად აურიეთ ცომში ყველა ინგრედიენტი. შემდეგ ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ სწორკუთხედად.

მოათავსეთ ფოკაჩა პერგამენდდაფენილ ფირფიტაზე, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ კიდევ 45 წუთი.

შემდეგ მოაპკურეთ ფოკაჩებს ოდნავ წყალი და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ღვეზელი ლორი ყველი ფოკაჩა ნანახია: 759