მოამზადეთ 24 სმ დიამეტრის დასაშლელი ფორმა, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ ცილა მკვრივი მასის მიღებამდე და დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი და ვანილის შაქარი. თქვიფეთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე და სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გულები. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით, აურიეთ ხის კოვზით და გადაიტანეთ მომზადებულ ფორმაში. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ბისკვიტი 40 წუთი. მზა ბისკვიტი გააცივეთ. მოამზადეთ ჟელე: 400 მლ ადუღებულ წყალში გახსენით ხილის ჟელეები ცალ-ცალკე 2 ჯამში. როცა ჟელე გამაგრდება, დაჭერით კუბიკებად. დაალბეთ ჟელატინი 3 ს/კ წყ აში და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. კრემის მომზადება: ათქვიფეთ მიქსერით ნაღები, დაუმატეთ შაქრის პუდრა. გაადნეთ დამბალი და გაფუებული ჟელატინი წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ და დაუმატეთ 2 ს/კ ათქვეფილ ნაღებს, კვლავ კარგად ათქვიფეთ. ხაჭო გაატარეთ წმინდა საცერში და შეათქვიფეთ ნაღების კრემს, დაუმატეთ დარჩენილი ჟლატინი. კარგად აურიეთ მიღებულ მასას და დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხილის ჟელე. ხაჭოსა და ნაღების მიღებული მასა გადაიტანეთ გამომცხვარ და გაცივებულ ბისკვიტზე და თანაბრად გაანაწილეთ. გააცივეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი შეგიძლიათ მორთოთ კივის ნაჭრებითა და პიტნის ფოთლებით. კივის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი.