ინვოლტინი - უგემრიელესი ბადრიჯნის კერძი იტალიიდან!
დრო 90წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
  • ტომატპასტა - 150 გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 150 მლ
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 100 გ
  • საფანელი - 50 გ
  • ყველი რიკოტა - 250 გ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ქონდარი - 10 გ
  • ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესები

გარეცხეთ ბადრიჯანი და მოაჭერით ყუნწი. დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად. უნდა მიიღოთ დაახლაოებით 12 ნაჭერი.

მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ საწურზე 1 საათი.

შემდეგ ოდნავ დააწექით ბადრიჯნის ნაჭრებს, რათა გაუვიდეს წედზმეტი წვენი. შემდეგ გაამშრალეთ თითოეული ნაჭერი ქაღალდის ხელსახოცით.

შეწვით ბადრიჯანი ზეთმოსხმულ ღრმა ტაფაში.

შემდეგ გადაიტანეთ ბადრიჯანი კვლავ საწურზე ან ქაღალდის ხელსახოცზე, რთა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.

ღრმა ჯამში აურიეთ რიკოტა, ლიმონის ცედრა, ნახევარი ლიმონის წვენი, საფანელი და ქონდარი, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ.

გაახურეთ ღუმელი 210 გრადუსზე.

თნაბრად გაანაწილეთ გამოსახობ ფორმის ფსკერზე ტომატპასტა.

ბადრიჯნის თითოეული ფირფიტის ერთ კიდეზე მოათავსეთ 1 ს/კ გულსართი და გადაახვიეთ. ასე გააკეთეთ ბადრიჯნის პატარა რულეტები.

შემდეგ მოათავსეთ რულეტები გამოსაცხობ ფორმაში, მოასხით თთოეულ რულეტს 1 ჩ/კ ცხიმიანი ნაღები.

და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

სუფრასთნ მიტანის წინ მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნაღები ბადრიჯანი რიკოტა ნანახია: 1314