სოუსისთვის ძვლიანი საქონლის ხორცი მოათავსეთ ღრმა ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით ღვინო, მოაყარეთ ქონდარი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლის და დაუმატეთ ღვია. დაასხით 500 მლ წყალი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათი. მიღებული სოუსი გაწურეთ. საქონლის ხორცის ფილე დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და შეწვით მშრალ ტაფაზე ორივე მხრიდან. თითო მხარეს დაჭირდება 5-5 წუთი. მზა ხორცი გაახვიეთ ფოლგაში და გააჩერეთ 30 წ უთი. ნიახური ღერები დაჭერით, მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და მოათვსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ დააბლენდერეთ რძესთან და კარაქთან ერთად. მოათავსეთ მზა ფილე გაშლილ ლანგარზე, მოასხით სოუსი და იქვე დაუდეთ ნიახურის კრემ-პიურე. გემრიელად მიირთვით!