ჰაეროვანი შუ მარწყვით
დრო 120წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 160 მლ
  • რძე - 200 მლ
  • კარაქი - 150 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • გათქვეფილი კვერცხი - 6 ცალი
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
კრემი:
  • შაქარი - 150 გ
  • კვერცხის ცილა - 3 ცალი, კარგად გაცივებული
  • წყალი - 10 მლ
  • ლიმონმჟავა - 5 გ ან რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი
  • ვანილი
  • მარწყვი - 250 გ , დაჭრილი
  • შაქრის პუდრა - მოსაყრელად

მომზადების წესები

წყალი და რძე ავადუღოთ კარაქთან ერთად, დავუმატოთ შაქარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვზილოთ, სანამ ცომი ქვაბის გვერდებს მიეკრობა და შეიკვრება, შემდეგ გადმოვიღოთ და ცოტაოდენი კვერცხი შევათქვიფოთ. როცა ოდნავ შეგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ, საკონდიტრო ტომრით ან სადილის კოვზით მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.
შაქრითა და წყლით სქელი სიროფი მოვხარშოთ. კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით მასა გახდება, შემდეგ წვეთ-წვეთობით და ვუმატოთ სიროფი 
და თან ვთქვიფოთ. კრემი როცა 3-ჯერ მოიმატებს მოცულობაში, მზად იქნება. კრემს ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
შუები გავჭრათ, ჩავდოთ კრემი, დავაყაროთ დაჭრილი მარწყვი და მეორე ნახევარი დავაფაროთ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)

ტეგები:
კრემი მარწყვი შუ ნანახია: 1240