მარწყვისა და ჟოლოს ტორტი
დრო 500წთ
ულუფა 16
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ბისკვიტი:
  • კვერცხი - 10 ცალი
  • შაქარი - 10 ს/კ
  • ფქვილი - 10 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • ვანილი
კრემი:
  • რძე - 1
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 500 გ
ჟოლოს კონფი
  • ჟოლო - 300 გ
  • შაქარი - გემოვნებით
  • ჟელატინი - 15 გ

მომზადების წესები

ბისკვიტი ცილით, მარილითა და შაქრით მყარი ბეზე ავთქვიფოთ, დავუმატოთ გულები, შემდეგ დავცრათ ფქვილი და გამაფხვიერებული და ნაზად ამოვურიოთ. ბისკვიტის მასა გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს შევურიოთ ვანილი, მეორეს 1 ს.კ. ნალექიანი ყავა, ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წთ.
კრემი – ავურიოთ ერთმანეთში შაქარი, ფქვილი და რძე. კრემი მუდმივი მორევით ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. გაგრილებულ კრემს შევათქვიფოთ კარაქი.
ჟოლოს კონფი – ჟოლოს დავაყაროთ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. გამოვრთოთ გაზი და ცხელშივე ჩავყაროთ ჟელატინის ფხვნილი. კარგად მოვურიოთ და დავაბლენდეროთ. გადავიტანოთ ბისკვიტების ზომის ყალიბში და გავაცივოთ მაცივარში.
ბისკვიტები გავჭრათ 3 ტოლ ნაწილად. დავნამოთ მარწყვის სიროფით, მოვაწყოთ დაშაქრული მარწყვები, წავუსვათ კრემი და დავადოთ მეორე ბისკვიტის ფენა. ასე გავიმეოროთ ორი ფენა, წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ მარწყვებით. გავაჩეროთ მაცივარში 3-4 საათი.

ტეგები:
ტორტი მარწყვი ჟოლო ნანახია: 1700