სოკოს დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ და გადავწუროთ. ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ სოკო და ვშუშოთ რამდენიმე წუთი. ბოლოს დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. სურვილისამებრ, შეიძლება დავუმატოთ ცოტაოდენი ძმარი. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)