ქორფა ჭინჭარი მოვწალოთ მდუღარე წყალში, ამოვწუროთ და წვენი გადავინახოთ. ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი, მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ბეკონი, ამოვიღოთ და იგივე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი. ჭინჭრის წვენი ავადუღოთ, ჩავუმატოთ ბეკონი და ხახვი, დაკეპილი ჭინჭარი და წამოვადუღოთ. 1/2 ჭ. წყალში გავხსნათ ფქვილი და ჩავუმატოთ წვნიანში, ასევე გათქვეფილი კვერცხი. ვადუღოთ 3- წთ. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, მარილი და პილპილი. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)