ქათამს წავუსვათ მარილი და შევწვათ ტაფაზე ან ღუმელში. თუ ნაკლებცხიმიანი იქნება, ცოტაოდენი ცხიმი დავუმატოთ შეწვისას. არაჟანში გავხსნათ სანელებლები, დანაყილი ნიორი და ოდნავ გავათხელოთ ანადუღარი, ცივი წყლით. ქათამი დავჭრათ, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ დაჭრილი წიწაკითა და მწვანილით. ჟურნალი "გემრიელია" (მაისის ნომერი)